წილხვდომილობის დღე

ბახტაძე წილხვდომილობის დღეზე: ეს იდეა არის ჩვენი დედა ეკლესიის, მე მაშინვე მხარი დავუჭირე

ეს იდეა არის ჩვენი დედა ეკლესიის, რომელსაც მე მაშინვე მხარი დავუჭირე და უფრო მეტიც, მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მაქვს მოლოდინი, რომ ეს დღე ძალიან კარგ ეროვნულ დღესასწაულად და ძალიან კარგ ტრადიციად იქცევა საქართველოში, რომელიც აღინიშნება 12 მაისს. სხვა საკითხზე მინდა ყურადღება გავამახვილო. ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი განსხვავებული აზრი და ნებისმიერის აზრი არის დასაფასებელი. ჩემთვის, ადამიანურად მინდა გითხრა, რაც არის მიუღებელიც და გარკვეულწილად გაუგებარიც არის ის, რომ, მართალია მცირე ჯგუფის მიერ, მაგრამ ჩამოყალიბდა ასეთი მიდგომა, რაც უფრო დააკნინებ ან შეეცდები დააიგნორო შენი ქვეყნის ფასეულობები , ისტორია, ტრადიციები, მით უფრო პროგრესულად ჟღერს ეს ყველაფერი. ეს არის ჩემთვის ადამიანურად ძალიან მიუღებელი და ჩემთვის გაუგებარი იყო ამ მცირე ჯგუფის მხრიდან ისეთი ტიპის კომენტარები, რომელიც მოვისმინე. ამ ქვეყანას აქვს თავისი ისტორია და ამით ჩვენ ვამაყობთ. დღეს, რომ ჩვენ გვაქვს ქართული სახელმწიფოებრიობა ეს არის ამ ფესვების დამსახურება და თითოეული ჩვენგანი პატივს უნდა სცემდეს ამას.

პრემიერი მამუკა ბახტაძე საუბრობს 12 მაისს წილსვდომილობის დაწესების დღეზე, ტვ პირველი ეთერში, გადაცემაში "რეაქცია".

კომენტარები