სახელმწიფო ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე. ნაციონალებს დესტაბილიზაცია რომ არ მოუწყვიათ იმას არ ნიშნავს, რომ ამას არ გეგმავდნენ. ისინი ამას გეგმავდნენ. მათი ლიდერის ერთადერთი მიზანი გახლავთ სწორედ ეს და ის ამას არ მალავს და ეს არის ის განზრახვა, რაც მათ აქვთ, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ამას აღარასდროს დავუშვებთ. ჩვენთვის მთავარი მონაპოვარი ის კი არ არის, რომ გავიმარჯვოთ ყველა არჩევნებზე, რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური ხედვა და ჩვენი პოლიტიკური პარტია ყოველთვის იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ყველა არჩევნებში გაიმარჯვოს, მაგრამ მთავარი პოლიტიკური მონაპოვარი არის არჩევნების ჩატარება თავისუფალ რეჟიმში, ძალადობის გარეშე, სხვანაირად დემოკრატია არ მუშაობს, კანონს ყველამ უნდა ვცეთ პატივი.
შუალედური არჩევნები
ბახტაძე: არჩევნებზე ენმ-ს დესტაბილიზაცია რომ არ მოუწყვია არ ნიშნავს, რომ ამას არ გეგმავდნენ
tbl.ge/3pqy
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე შუალედური არჩევნების შესახებ, ტვ პირველის ეთერში გადაცემაში "რეაქცია."
ამავე თემაზე
- შავგულიძე: არჩვენებმა აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას აღარ აქვს დასაყრდენი ქართულ საზოგადოებაში
- შავგულიძე: მეორე ტურში საჭიროა მეტი აქტივობა და ოპოზიციური ხმების კონსოლიდირება
- იოსელიანი: 7% ნიშნავს რომ ხალხს მობეზრდა პოლიტიკოსების პარტიიდან პარტიაში პორტირების ყურება
- "ვფიქრობ, მთაწმინდაზე მოსალოდნელი არის მეორე ტური," - შავგულიძის შემაჯამებელი კომენტარი
- ხოშტარია: პასუხი ხელისუფლების თავგასულობაზე არის უბანზე მისვლა და არჩევანის გაკეთება