რუსული ჯარი

რუსი ჯარისკაცი ცნობით, ჯარში გამოკითხვა ჩატარდა მომიტინგეებისთვის ცეცხლის გახსნის თაობაზე

Alexander Avilov / Moskva News Agency

რუსმა ჯარისკაცებმა ციმბირში მათ უფროსებს განუცხადეს, რომ ბრძანების შემთხვევაში, მზად არიან, ცეცხლი გაუხსნან პროტესტის მონაწილეებს - ამ ინფორმაციას განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილების სამხედრო მოსამსახურე ავრცელებს.

ჯარისკაცმა ეს ვიდეო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომელიც სამშაბათს ტიუმენში ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ოფისმა გამოაქვეყნდა.

ჯარისკაცი ამბობს, რომ ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა წლის დასაწყისში მთლიან დანაყოფს პოლიტიკური შეხედულებების შესახებ გამოკითხეს. ის ირწმუნება, რომ მთელმა დანაყოფმა დემონსტრაციების მონაწელეებისათვის ცეცხლის გახსნის მზადყოფნა გამოხატა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცის სიტყვებს “პრიმიტიული თაღლითობა” უწოდა.

“ხელმძღვანელობამ იცის საითკენ მიდის ყველაფერი და უნდათ გაიგონ, ექნებათ თუ არა ჯარისაგან მხარდაჭერა, როცა რამე მოხდება” - ამბობს ჯარისკაცი, რომლის სახეც ვიდეოში დაფარულია.

ოთხშაბათს, რეგიონულმა სააგენტომ Znak.com თქვა, რომ ჯარისკაცმა თავისი სახელი დაასახელა  - არტური, მაგრამ გვარის გამოქვეყნება არ ისურვა. არტური ჯარში 2017 წელს, 18 წლის ასაკში გაიწვიეს, ის წყნარი ოკეანის ფლოტის წყალქვეშა ძალებში მსახურობს.

არტურმა მედიას უთხრა, რომ გამოკითხვაში დანაყოფის 110 წევრი მონაწილეობდა და თითოეულმა პროტესტში მონაწილეებისათვის ცეცხლის გახსნისთვის მზადყოფნა გამოთქვა:

“სხვა გზა არ იყო, ჩვენ ყველამ ის პასუხი გავეცით, რისი მოსმენაც უფროსებს უნდოდათ… რა აზრი აქვს შენი აზრის გამოხატვას, თუ არაფრის გამო უნდა მოგხსნან? ” - უთხრა გამოცემას არტურმა.

Znak.com ამბობს, რომ არტურის ვინაობა მისი სამხედრო ბარათის ფოტოსა და პირადი ნომრის მეშვეობით გადაამოწმეს.

კომენტარები