FDI

ჭიაბერაშვილი: საქსტატის გადათამაშების მიუხედავად, სახეზეა უცხოური ინვესტიციების კლება

პოლიტიკური ნიშნით იქნა გადათამაშებული ბოლო 15 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები, ზუსტად იმიტომ, რომ გამოჩენილიყო, თითქოს ახლა, ბოლო წლებში უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე იყო მანამდე და პირდაპირ გეტყვით, რომ ამ გადათამაშების მიუხედავადაც ჩვენ 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი კლება გვაქვს ქვეყანაში. როცა გადათამაშებას აკეთებს ბატონი თოდრაძე, მომავალ წელს მაინც იმდენად უკიდურესად ცუდად მიდის საქმე, რომ მაინც უწევს აღიარება, რომ მდგომარეობა ვერ სწორდება.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქსტატის დირექტორს, გოგიტა თოდრაძეს მეთოდოლოგიური ცვლილებების გამო აკრიტიკებს.

კომენტარები