ძარცვა

შსს: სასტარტო პისტოლეტის და 10 ვაზნის ძარცვის ფაქტზე გორში არასრულწლოვანი ვამხილეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გორში მომხდარი ძარცვის ფაქტზე 2003 წელს დაბადებული გ.დ. ამხილეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული გორში, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე 
მაღაზიიდან, ძარცვის გზით, სასტარტო პისტოლეტს და 10 ვაზნას დაეუფლა, რის 
შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - აღნიშნულია უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მხილებულის საცხოვრებელი სახლიდან უკანონოდ მოპოვებული იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით 
მიმდინარეობს.

კომენტარები