სამეფო კარის თამაშები

ჩეხეთის საგარეო უწყება: მივესალმებით ვესტეროსში გრძელვადიანი ომის დასრულებას

HBO

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამეფო კარის თამაშების ფინალურ სერიას ეხმაურება და ვესტეროსში გრძელვადიანი სამოქალაქო ომის დასრულებას მიესალმება. მათი შეფასებით, ბრენდონ სტარკის გამეფება სამეფოს სტაბილურობის განმტკიცებისა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია.

12 მაისს Game of Thrones-ის უკანასკნელი სერია გამოვიდა. ამით 8-წლიანი საგა დასრულდა.

ფინალურმა სერიამ რეკორდი მოხსნა - ის HBO-ზე ყველა დროის ყველაზე ყურებადი სერია იყო, მას 19.3 მილიონმა ადამიანმა პირდაპირ ეთერში უყურა.

მიუხედავად ასეთი დაინტერესებისა, სერიალის დასრულებამ ფანების ნაწილი უკმაყოფილო დატოვა, რაც სერიის რეიტინგებშიც გამოიხატა.

დაათვალიერეთ სურათები Game of Thrones-ის უკანასკნელი სერიიდან.

კომენტარები