კანის კინოფესტივალი 2019

მსახიობი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის მოხვდა

ანკა გუჯაბიძე

ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

ჟურნალი ვარსკვლავებს ყოველწლიურად ასახელებს და მათ იმის მიხედვით ირჩევს, რამდენად საინტერესო ფილმში ითამაშეს, რამდენად საინტერესო იყო მათი პერსონაჟი და რამდენად ნიჭიერია თავად მსახიობი.


ფოტო: Victoria Stevens

ლევან გელბახიანი, წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინსის ფილმში "And Then We Danced"-ში მთავარ გმირს ანსახიერებს. ფილმი ქართველი გეი მოცეკვავეების სიყვარულზე არის გადაღებული და მისი პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა.

კომენტარები