მეორე ტური მთაწმინდაზე

საბო: შავგულიძე გამოსავალი რომ მგონებოდა, პირველივე ტურში დავუჭერდი მხარს

მოგვმართა შალვამ [შავგულიძე] მხარდაჭერის თხოვნით? პირადად მე, გირჩის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არცერთი კანდიდატის მხარდასაჭერ მოწოდებას არ გავაკეთებ. არც მთაწმინდის ამომრჩეველი ვარ და არც ხმას ვაძლევ არცერთს. მგონია, რომ თითოეულმა გირჩელმა მთაწმინდელმა თავისით უნდა გადაწყვიტოს, ვის მისცემს ხმას. არც პარტია გააკეთებს მხარდასაჭერ განცხადებას. 

შავგულიძე რომ გამოსავალი მგონებოდა და მგონებოდა, რომ მისი მთაწმინდის მოგებით ან პარლამენტში შესვლით რამე ისეთი მოხდებოდა, რაც ქვეყანაში რამე პოლიტიკურ ამინდს შეცვლიდა, პირველივე ტურში დავუჭერდი მხარს და ვთქვათ გაერთიანებულ ოპოზიციაში შევიდოდით. ამაზე კარგი დრო რა იყო, ხო? პირიქით, ყველა ერთად. მაგრამ ამას ასე არ ვთვლით. 

გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში ამბობს, რომ მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. მთაწმინდის ოლქში სულ მალე შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და ოპოზიციის მხარდაჭერილი კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები