გუშინ მთაწმინდაზე რეგისტრირებული მოსახლეობის დაახლოებით 36 პროცენტი მოვიდა არჩევნებზე ამ 36 პროცენტის ნახევარზე მეტმა ხმა არ მისცა ხელისუფლების კანდიდატს. ხელისუფლების კანდიდატმა მიიღო არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმების 41%. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება არ თაკილობდა გამოეყენებინა ყველა დაუშვებელი და მიუღებელი მეთოდი არჩევნებში წარმატების მისაღწევად. ეს იყო ცილისმწამებლური უღირსი შავი პიარ კამპანია, ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ეს იყო ანგარებით დაპირებების გაცემა ამომრჩეველზე და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას აღარ აქვს დასაყრდენი ქართულ საზოგადოებაში, და საზოგადოებას აღარ აქვს ამ ხელისუფლების ნდობა. შესაბამისად, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს
შუალედური არჩევნები
შავგულიძე: არჩვენებმა აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას აღარ აქვს დასაყრდენი ქართულ საზოგადოებაში
tbl.ge/3pdr
დაკოპირდა
შუალედურ არჩევნებში მეორე ტურში გადასულმა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ დღეს არჩევნების შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.
ამავე თემაზე
- გორი-კასპის მაჟორიტარის შუალედურ არჩევნებში ოცნების კანდიდატმა ხმების 93,4% მიიღო
- ცესკო: 1-ელ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
- ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
- "ქართულმა ოცნებამ გააუმჯობესა 2021 წლის შედეგები" – კობახიძე რიგგარეშე არჩევნებს აჯამებს
- საია სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს