კანის ფესტივალი 2019

მსახიობმა სენდ ვან როიმ კანის ფესტივალზე ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტა

ANTHONY HARVEY/REX/SHUTTERSTOCK

კვირას, 19 მაისს კანის 72-ე კინოფესტივალზე ალენ დელონი გამოჩნდა და მთელი ყურადღება მისკენ იყო მიმართული. 

თუმცა, სენდ ვან როის, ჰოლანდიელ/ბელგიელ მსახიობს, რომელმაც გასულ წელს ფრანგი რეჟისორი ლუკ ბესონი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, სურდა დარწმუნებულიყო, რომ ფესტივალს სათქმელიც აქვს. 

სენდ ვან როი ლუკ ბესონის ფილმში "ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი" (Valerian and the City of a Thousand Planets) თამაშობს, წითელ ხალიჩაზე ზურგმოშიშვლებული კაბით გავიდა, ზურგზე კი დროებითი ტატუ ქონდა, წარწერით: შეაჩერე ქალთა მიმართ ძალადობა, ასევე, გამოსახული ჰქონდა კამპანიის #metoo #მეც სიმბოლო. 

მსახიობმა Variety-ის უთხრა, რომ მან ინდუსტრიის მხრიდან ხელოვნების, როგორც საპატიო მიზეზის გამოყენება და ამით საკუთარი თავის კანონზე მაღლა დაყენება გააპროტესტა. 

სენდ ვან როის მესიჯი ალენ დელონის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებოდა - დელონმა თქვა, რომ ქალისთვის დაურტყამს. 

ლუკ ბესონის წინააღმდეგ სასამართლო დავა მსახიობმა წააგო, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო. 

რაც შეეხება ალენ დელონს, ის ოჯახში ძალადობაში ბრალდებული არასდროს ყოფილა, თუმცა, კანის ფესტივალი მაინც გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მსახიობს საპატიო ჯილდო გადასცეს. 

გარდა განცხადებისა, რომ ქალისთვის დაურტყამს, ალენ დელონი წარსულში ასევე გამოსულა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ შვილების აყვანის წინააღმდეგ, ასევე სიმპატიები გამოუხატავს ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსების მიმართ. 

გასულ კვირას პეტიციას, რომელიც კანის ფესტივალს სთხოვდა, ჩამოერთმიათ საპატიო ჯილდო ალენ დელონისთვის, 20 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. 

ასევე ითქვა, რომ სელმა ჰაიეკი კანის ფესტივალზე იმიტომ არ გამოცხადდა, რომ დელონი ვერ თავსდება მის, როგორც #metoo-ს და გენდერული თანასწორობის აქტივისტის ხედვებთან

თუმცა, კანის ფესტივალის წარმომადგენლებმა არსებული აზრთა სხვადასხვაობის საპასუხოდ თქვეს, რომ ისინი ალენ დელონს ნობელის პრემიას არ გადასცემენ. 

პარალელურად კი ალენ დელონმა თავის მასტერკლასზე თქვა, რომ როგორც მსახიობი, ვალშია ქალებთან, რომლებმაც იბრძოლეს მისთვის, როგორც მსახიობისთვის კარიერის ადრეულ წლებში. 

ტრიბიუტის ფარგლებში ფესტივალზე წარმოადგინეს იოსეფ ლოსის 1976 წელს გადაღებული დრამა "ბატონი კლაინი", რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგი ებრაელების დისკრიმინაციას და საკონცენტრაციო ბანაკებში მათ გადაყვანას ეხება. 

კომენტარები