ვიჩენტე ფერნანდესი

მექსიკელმა მომღერალმა ღვიძლი არ გადაინერგა, დონორი გეი ან დამოკიდებული რომ არ ყოფილიყო

ვიჩენტე ფერნანდესი

მექსიკელმა მომღერალმა ვიჩენტე ფერნანდესმა ღვიძლის გადანერგვაზე უარი თქვა, რადგან დონორი გეი ან ნივთიერებებზე დამოკიდებული არ ყოფილიყო.

2012 წელს ექიმებმა მომღერლის ღვიძლში სიმსივნური წარმონაქმნები აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, ვიჩენტე ფერნანდესმა მკურნალობაზე უარი თქვა და საავადმყოფო დატოვა.

”მათ უნდოდათ რომ სხვა კაცის ღვიძლი მოეცათ, მე კი ვუთხარი, რომ ჩემი ცოლის გვერდით სხვა კაცის ღვიძლით არ დავიძინებდი. მე ისიც კი არ ვიცოდი წინასწარ, დონორი გეი ან დამოკიდებული ხო არ იქნებოდა”, - თქვა 79 წლის მომღერალმა.

ვიჩენტე ფერნანდესი მექსიკურ კულტურაში მნიშვნელოვანია ადამიანია, მას 50 ალბომზე მეტი აქვს გამოშვებული და 30 ფილმზე მეტში ნათამაშები.

”ვერ ვხვდები რა შუაშია აქ ჰომოსექსუალობა. ჯანმრთელი ღვიძლი არის ჯანმრთელი ღვიძლი და ორიენტაცია ორგანოზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს”, - თქვა ექიმმა.

კომენტარები