არჩევნები 2019

ბუღაძე: მთაწმინდა დღეს მორალურად გამარჯვებულია

ალბათ, ეს რთული მისაღებია ბელადთა მოყვარულებისთვის, მაგრამ ფაქტია - წარსულს წარსულით ვერ დაამარცხებ, სულ რომ წმინდა სიძულვილით გძულდეს უკვე დიდი ხანია წარსულად ქცეული ამაზრზენი აწმყო. საზოგადოება როგორმე უნდა გამოვიდეს წარსული-ივანიშვილი\წარსული-სააკაშვილის "ბიპოლარობიდან". მთაწმინდაზე დღეს რთულად, შესაძლოა ბუნდოვნადაც, მაგრამ მაინც ხილულად გამოიკვეთა პოლიტიკური მომავლის კონტურები: მთაწმინდა დღეს მორალურად გამარჯვებულია, სწორედ მორალია ის ძალა, რაც ივანიშვილის "საბჭოთა ოცნების" დასასრულის ფორმულად უნდა იქცეს მომავალში.

წერს ლაშა ბუღაძე Facebook-ზე მთაწმინდის ოლქის შუალედური არჩევნების შედეგების შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, მთაწმინდაზე ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები