არჩევნები 2019

გოგი წულაია: კოორდინატორები დამიშინეს, ზარებს აღარ პასუხობენ

ზესტაფონის მერობის კანდიდატი, გოგი წულაია ამბობს, რომ მისი კოორდინატორები დააშინეს და ახლა მის ზარებს არ პასუხობენ. 

ამის შესახებ მან ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ თქვა, სადაც აქცია გამართა. 

"ნამდვილად ვიცი ყველა ადამიანის გვერდში დგომა, ნამდვილად ვიცი ბრძოლა ბოლომდე და მე ვპირდები აქედანვე ზესტაფონელებს, რომ მე ვიქნები მერი თუ არ ვიქნები, ვიქნები მათ გვერდში. ერთ ზარზეც გავჩნდები ზესტაფონში. 

პირდაპირი ზეწოლები მიდის ჩვენს კანდიდატებზე. ძალიან ბევრი კოორდინატორი დამიშინეს, მიატოვეს უბნები და საერთოდ ხმას არ მცემენ. ყველას ვაჟკაცობას ვერ მოვთხოვ, რადგან ყველას უკან ოჯახია, ნათესავია. 

ათობით დაშინებული კოორდინატორი მყავს, ჩემდა სამწუხაროდ, რომელსაც ვერ მოვთხოვ გმირობას, ვერ მოვიყვანე აქ. მაგრამ ზარზე არ მცემენ პასუხს, გათიშეს ტელეფონები. მე მინდოდა მეტის ჩამოყვანა, მაგრამ ვერ გაბედეს ადამიანებმა. ეს მინდა, რომ შეჩერდეს და მინდა ერთხელ და სამუდამოდ მოვუწოდო ხელოსუფლებას, აქ, ადმინისტრაციულ სექტორში დასაქმებულებს - მესამედ მიშას არ მისცეს გამარჯვების საშუალება, არც ბიძინას მისცემენ, დააცვამენ ტომარას თავზე. ისკი მიხედავს თავის თავს, მაგდენი ქონება კი აქვს, თქვენ რატო რისკავთ, რატო შვებით ამას. ნუ ჩაყვებით ბიძინას საფლავში. 

მოვუწოდებ ზესტაფონელებს, ნუ მისცემთ საშუალებას, დაგაჯინონ თავზე, ვინც არ გინდათ. იყავით აქტიურები, მე ნუ მომცემთ ხმას, ოღონდ იყავით აქტიურები", - თქვა გოგი წულაიამ. 

გოგი წულაიამ აქციაზე ასევე თქვა, რომ თუ ხმებს სამართლიანად არ დაითვლიან, აქციებს გააგრძელებს. 

წულაიასთან ერთად ზესტაფონის მერობის კანდიდატები არიან: 

  • გიორგი გოგლიჩიძე - ქართული ოცნება;
  • ბაქარ ხიჯაკაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია)
  • ანზორ ნებიერიძე (პატრიოტთა ალიანსი)

კომენტარები