შუალედური არჩევნები

ხოშტარია: პასუხი ხელისუფლების თავგასულობაზე არის უბანზე მისვლა და არჩევანის გაკეთება

მთავარი პასუხი ხელისუფლების თავგასულობაზე ეს არის სწორედ უბანზე მისვლა და არჩევანის გაკეთება. იმ ძალადობის, უტიფრობის და უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც გვთავაზობს ხელისუფლება და ეს არის საზოგადოების მთავარი პასუხი, არჩევნების გზით ანგარიშის მოთხოვნა და ჩვენი მომავლის ჩვენი ხელით შექმნა. ყველა მოქალაქეს მინდა მივმართო, ვინც ჯერ არ მისულა უბნებზე, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პოზიციის დაფიქსირება. ყველა ის უკმაყოფილება, უტიფრობა, რასაც ჩვენ ვხედავთ და ხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორც იქცევა ხელისუფლება, ამის შეცვლა თქვენს ხელშია. თქვენს ხელშია, რომ არ მივცეთ ბიძინა ივანიშვილს საშუალება, რომ მურუსიძეს დაარქვას კეთილი და კარგი ადამიანი, შალვა შავგულიძეს, ადამიანს, რომელიც ყოველთვის იბრძოდა სამართლიანობისთვის და იყო პრინციპული ადამიანი, დაარქვას ცუდი. არჩევანი არის მურუსიძესა და შალვა შავგულიძეს შორის. მინდა მოვუწოდო მთაწმინდის ამომრჩეველს, რომ მივიდეთ უბნებზე და ხმა მივცეთ, ამით ვქმნით არა მხოლოდ მთაწმინდის არამედ მთელი ქვეყნის მომავალს.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

კომენტარები