ფარული აუდიოჩანაწერი

უდუმაშვილი ოცნების ფარულ ჩანაწერზე: ჩვენი მხარდამჭერები არიან, მაგრამ არა შტაბის წევრები

rustavi2.ge

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ზაალ უდუმაშვილი გამოეხმაურა ფარულ ჩანაწერს, რომელშიც, მმართველი გუნდის მტკიცებით, ენმ-ის 2 აქტივისტი ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობს. მისი თქმით ჩანაწერში მონაწილე ორი ადამიანი ოპოზიციის მხარდამჭერები არიან, თუმცა არა შტაბის წევრები და არ ღებულობენ გადაწყვეტილებებს.

"წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება ასეთ მდგომარეობაშია ქართული ოცნება, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, იმ დღიდან საუბრობენ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ დესტაბილიზაციაზე, ხან საბურავებს ვინახავთ საწყობებში რევოლუციისთვის, ხან ბარიკადებს ვაშენებთ და ასე შემდეგ. მაგრამ შვიდი წელია გვიყურებენ, რომ ვიბრძვით ყველანაირი კანონიერი მეთოდებით, ხოდა ასე გავაგრძელებთ ბრძოლას და ასე დავასრულებთ ამ არჩევნებს. ვინც ფიგურირებენ ჩანაწერებში ოპოზიციის წევრები არიან, ჩვენ მხარდამჭერები მაგრამ ისინი არ არიან არანაირი შტაბის წევრები, არანაირ გადაწყვეტილებებს არ იღებენ შტაბში, ზუგდიდის შტაბთან საერთოდ შეხება არ აქვთ, ასე რომ ორი ადამიანის პირად საუბარზე მე ვერ გავაკეთებ ვერანაირ კომენტარს, არსებობს გამოძიება და გამოიძიონ."- განაცხადა უდუმაშვილმა. 

აუდიო ჩანაწერი, რომელშიც მმართველი გუნდის მტკიცებით, ენმ-ის 2 აქტივისტი ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობს, არჩილ თალაკვაძემ   ბრიფინგზე  წარმოადგინა. 

კომენტარები