ფარული აუდიოჩანაწერი

ჯაფარიძე: როგორ შეიძლებოდა ჩანაწერის გაკეთება, ესაა მთავარი და არა ჭკუაარეული კაცის ლაპარაკი

უფრო საინტერესოა ის, რომ პატიმარმა მოითხოვა ჩემი შესვლა, შევედი და როგორ შეიძლება, ეს ჩანაწერი გაკეთებულიყო. მთავარი ეს უნდა იყოს და იქ, ჭკუაარეულმა კაცმა რეები ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა. შეიძლება, საკუთარი თავის დაცვას ცდილობს და იძახდა კიდეც, რომ მე ყველაფერს ვიტყვი, იმას ვიტყვი, ამას ვიტყვი... თავს იცავს, როგორც ჩანს

ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე TV პირველის ეთერში ადასტურებს მირზა სუბელიანთან ციხეში შეხვედრას და იმ საუბარს, რაც რუსთავი 2-მა ფარული ჩანაწერების სახით გაავრცელა, თუმცა, მისი თქმით, სუბელიანის ბრალდებები სერიოზულად არ ჩათვალა.

კომენტარები