შუალედური არჩევნები

შსს: არჩევნების დღეს საპოლიციო ძალები გადანაწილდება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შსს-ს ინფორმაციით, ხვალ, არჩვენების დღეს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში გადანაწილებული იქნება საპოლიციო ძალები, რათა არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს.

"2019 წლის 19 მაისს შუალედურ და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. გარდა ამისა, საჭიროების მიხედვით, ამ პერიოდში მოხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ
ფარგლებში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას," - წერია განცხადებაში.

შსს საარჩევნო პროცესში ჩარულ ყველა პირს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.

"საარჩევნო პროცესების დროს პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს. პოლიცია არავის მისცემს სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას და არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი. პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას, საკუთარი არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში," - წერია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოში შუალედური არჩევნები ხვალ, 19 მაისს გაიმართება.

კომენტარები