17 მაისი

"ოჯახის სიწმინდის დღისთვის" მიძღვნილმა მსვლელობებმა თბილისში საცობი შექმნა [ფოტოები]

Facebook/ Nodar Rocko Davituri

17 მაისს პატრიარქის მიერ დაწესებულ "ოჯახის სიწმინდის დღისადმი" მიძღვნილმა მსვლელობებმა თბილისში საცობი შექმნა. 

Facebook-ზე მომხმარებლები აქტიურად პოსტავენ საცობიდან გადაღებულ ფოტოებს. 

გიორგი მელაძის ფოტო:



გიორგი წიკლაურის ფოტო:



სოფო დათუაშვილის ფოტო:

 
 

"ოჯახის სიწმინდის დღის" აღსანიშნავად საპატრიარქოს ორგანიზებული მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მსვლელობა სამების ეზოში კონცერტით დასრულდა, მას შემდეგ, რაც პატრიარქი პარაკლისს გადაიხადა. საპატრიარქო აცხადებს, რომ "ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი".

თუმცა, 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წელს, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ის ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა - ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა.

ლგბტქ​ აქტივისტებმა 2019 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საჯარო აქტივობები არ ჩაატარეს, რადგან, როგორც ამბობენ, მათთვის ქუჩაში გასვლა საშიში გახდა, ეს დღე კი ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს.

ლგბტქ აქტივობები ივნისის თვეში დაიგეგმა. 18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქ სიამაყის კვირეული გაიამრთება, რომლის ფარგლებშიც მრავალი აქტივობა ჩატარდება, მათ შორის მსვლელობა.

კომენტარები