მაღაროელების გაფიცვა

ჯორჯიან მანგანეზი: ჭიათურაში დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული

„ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ ჭიათურაში, დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას," - ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში მარაროელების გაფოცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ მუშებმა გუშინ პირობების გადახედვის დაპირება მიიღეს, თუმცა შემდეგ მოთხოვნები შეცვალეს და მაინც გაიფიცნენ.

"ისინი საკვების ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვდნენ. „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან მოლაპარაკება წუხელვე დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ „ჯორჯიან მანგანეზისგან“ დასახელებული მოთხოვნების გადახედვის პირობა მიიღეს, დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მაინც უარი განაცხადეს და მოთხოვნები შეცვალეს. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ისურვეს და ქუჩის საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს. გამომდინარე აქედან, „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ ჭიათურაში, დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია," - წერია განცხადებაში.

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ მოთხოვნებს შორის არის ხელფასის მომატება, კვებისა და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესება, ისინი ასევე ითხოვენ მოგვარდეს ქალაქში დიდი მანქანებით მადნის გადატანის პრობლემა. ადრე მადანი რკინიგზით გადაჰქონდათ, ახლა კი მანქანებით პირდაპირ ქალაქის ცენტრის გავლით. გაფიცული მაღაროელები ამბობენ, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა.

კომენტარები