ვითარება ზუგდიდში

კალაძე ზუგდიდზე: არ გამოვრიცხავ ხელოვნურად ხდებოდეს ვითარების დაძაბვა

როდესაც არჩევნები არის, მაქსიმალურად ხდება ხოლმე ვითარების დაძაბვა, შეიძლება ეს ხელოვნურადაც ხდებოდეს, მე ამასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, რასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ.

 

კახა კალაძე ზუგდიდში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ. ორი დღის წინ ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ასევე, ორი დღეა ხმაურია ზუგდიდის საოლქო კომისიაში საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ რუსთავი ორმა გაავრცელა კადრები, სადაც სავარაუდოდ, ქართული ოცნების წევრი გია დანელია ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს.

კომენტარები