გოგუაძე ზუგდიდზე: ეს არის პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების მოქმედება

ხელისუფლებას რომელმაც ვერ შეასრულა ვერცერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელსაც არ გააჩნია არანაირი გეგმა, თუ როგორ გამოიყვანოს ხალხი სიღარიბიდან, ყველაფერს აკეთებს ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ის იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა უკანონო ბერკეტს, ადამიანების ცემა-ტყეპას, მოსყიდვას და არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას. ეს არის პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების მოქმედება, რომელსაც არაფრად არ უღირს არც ქვეყნის სტაბილურობა და არც მისი დემოკრატიული განვითარება. 

თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე რუსთავი 2-თან ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. გუშინ დილით ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ასევე, გვიან ღამით ხმაური იყო ზუგდიდის საოლქო კომისიაში საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს. დღეს დილიდან კომისიასთან აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.

კომენტარები