აშშ

ლუიზიანას ვიცე გუბერნატორის წინდები დონალდ ტრამპის გამოსახულებით

​ლუიზიანას​ ვიცე გუბერნატორი, ბილი ნანგესერი ​დონალდ ტრამპს ჩენალოს აეროპორტში ორიგინალური წინდებით დახვდა - მათზე აშშ-ის პრეზიდენტი იყო გამოსახული. 

ტრამპი ლუიზიანაში 14 მაისს ჩაფრინდა. დახვედრა მას ჩენალოს აეროპორტში მოუწყვეს. 

ნანგესერმა შარვლის ტოტებიც აიწია, რომ ტრამპს წინდები კარგად შეეთვალიერებინა. 

ბილი ნანგესერი ​რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, ისევე, როგორც ტრამპი. 


ფოტო: Doug Mills (New York Times)

ფოტო: splinternews

კომენტარები