17 მაისი

გეგელია 17 მაისზე: ამ ლიბერალურ და კონსერვატიულ დაპირისპირებას უნდა გავცდეთ

მთელი პოლარულობა მგონია არასწორი. ეს დიქოტოემია, ეს შავ-თეთრი მიდგომა მგონია არასწორი. ყოველთვის ეს მითქვამს მრავალი წლის განმავლობაში და ვიტყვი იგივეს. - ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ თქვა. 

გეგელიამ გადაცემა რეაქციაში, რომელიც 17 მაისს ეხებოდა, შრომის დღეზე და მშრომელთა უფლებებზე ისაუბრა. 

"აქ საუბარია რაღაც ფობიებზე, როდესაც ფობიური არის მთელი სახელმწიფო და ეკონომიკური წესრიგი ყველა ქართველის მიმართ. რაღაც გაგებით ყველა ჩვენგანი ვართ მოწყვლადი უმცირესობა, რადგან სახელმწიფო ჩვენდამი ფობიურია. თუ შენ არ გეზიზღება და გეშინია შენი მოქალაქე. მე ყველა ზიზღს აქვს განვაგდებ ჩემგან, მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ზიზღი არ არის ჩემი რელიგია, ჩემი რელიგიაა სიყვარული, ერთობის, სოლიდარობის და ჩაგრულთა დაცვის რელიგია. ჩემი ქრისტე არის ქრისტე, რომელიც ამბობს: წარვედ ჩემგან საუკუნე ცეცხლში რამეთუ მშიოდა და არ მაჭამეთ, მწყუროდა და არ მასვით. ეს არის ჩემი ქრისტე, ეს არის ეთიკა და ამიტომ ვარ პოლიტიკაში მარცხნივ და ვიცავ მშრომელებს და ყველა ჩაგრულ ადამიანს",- ამბობს გეგელია. 

გეგელიამ ასევე აღნიშნა, რომ ის არანაირ პრაიდის მომხრე არ არის და ეს მხოლოდ დაპირისპირებასა და ზიზღს იწვევს.

"არც იმას ვემხრობი, რომ ერთ დღეს 5-6 მხარე იყოფდეს ერთმანეთში შევარგოთ ერთმანეთს არსებობა, საერთო საჯარო სივრცე და ვილაპარაკოთ ყველაზე მთავარ პრობლემებზე, მათ შორის ეკოლოგიური პრობლემები… ჰაერი გვწამლავს და გვკლავს ამ ქვეყანაში, რომელ ფობიაზე და ეროვნულ განვითარებასა თუ ღირსებაზეა საუბარი, როცა ვიხოცებით

ჩემთვის პრობლემაა ნებისმიერი მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლების დარღვევა. დღეს ორივეა დარღვეული. როცა შრომის მაგალითი მოვიყვანე, შრომის უფლება, სუფთა ჰაერის უფლება, განათლების უფლება, ჯანდაცვის უფლება ესენი ჩემთვის არის უფლებები და არა ფუფუნებები, რომელიც ყველას ეკუთვნის. იქვე არის კონსტიტუციური შეკრების და ასოცირების უფლება, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს და ჯგუფს შეუძლია შეიკრიბოს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. ეს ყოველთვის დასაცავია",- აღნიშნა მან. 

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს საპატრიარქოს მიერ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, გეგელია პასუხობს, რომ პირდაპირი პასუხი მხოლოდ საპატრიარქოს აქვს. 

"მე მხოლოდ ინტერპრეტაცია შემიძლია. ჩემი აზრით ერთმანეთში დღეებს არ უნდა ვიყოფდეთ. 365 დღე გვაქვს იმისთვის, რომ ყველამ ვიარსებოთ. ამ ლიბერალურ და კონსერვატიულ დაპირისპირებას უნდა გავცდეთ. არც ერთი მხარე ხაზზე ცალსახად სწორი არ არის. ორივეს აქვს გარკვეული არგუმენტი, მაგრამ სწორი არც ერთი არ არის. ჩვენ გვჭირდება ზომიერი პროგრესული კურსი ამ საკითხშიც და სხვა საკითხებშიც. მთელი გულით ვნატრულობ მაისს, რომელიც დიდი შრომის აღლუმით გაიხსნება, პოლიტიკურ წელს ვნატრულობ ისეთს, როდესაც რაიმე ნამდვილზე იქნება საუბარი, მათ შორის ბავშვთა შიმშილზე, სოცმუშაკებზე, ექთნებზე.."- თქვა გეგელიამ. 

კომენტარები