პოპულიზმი

გრიგოლ გეგელია: მთელი მაისი მიდის უსაგნო გნიასი - გეები, ანტიგეები, გეები, ანტიგეები

ლიბერალურ-კონსერვატიული დიქოტომია, ეს ორმხრივობა, ქმნის ძალიან ყალბ სურათს, ჩვენ ვეღარ ვსაუბრობთ სიღარიბეზე, ვეღარ ვსაუბრობთ სტრუქტურულ უმუშევრობაზე, ვეღარ ვსაუბრობთ განვითარებაზე, ვეღარ ვსაუბრობთ ინდუსტრიალიზაციაზე, ვეღარ ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე. მთელი მაისი მიდის ეს უსაგნო გნიასი გეები, ანტიგეები, გეები, ანტიგეები, როგორ ფიქრობთ ვინმემ კითხა ქართველ ხალხს, როგორ ყელამდე არის ამ საკითხის განხილვით? მე აქ არ ვამბობ, რომ ამ საკითხზე არ უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული განხილვა, მაგრამ ვამბობ იმას, ლიბერალურ-კონსერვატიული დიქოტომია არის ძალიან მცდარი დიქოტომია, ვარსებობთ სხვებიც მეგობრებო, რომლებსაც გვინდა განვითარება და თანასწორობა. 

შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გრიგოლ გეგელიამ TV პირველის გადაცემაში ისაუბრა.

კომენტარები