ჯარედ ლეტო საქართველოში

13 აგვისტოს 30 Seconds to Mars საქართველოში კონცერტს გამართავს

ოსკაროსანი მსახიობი და მომღერალი ჯარედ ლეტო, ჯგუფ Thirty Seconds to Mars-თან ერთად საქართველოში, ბლექ სი არენაზე 13 აგვისტოს კონცერტს გამართავს. 

30 Seconds to Mars საქართველოში ჩექ ინ ჯორჯიას ფარგლებში ჩამოდის. 

Facebook-ზე შესაბამისი ღონისძიებაც შეიქმნა, სადაც წერია, რომ ბილეთების გაყიდვა საიტებზე TKT.ge-სა და Eventer-.ge-ზე 20 მაისს დაიწყება. ბილეთის ფასი 50-დან 200 ლარამდე იქნება.

კომენტარები