რულოვსი: როგორც მერი, ხელს შევუწყობ რომ ინვესტორებმა და ბანკებმა ლაზიკაში ფული ჩადონ

ჩვენ ვხვდებით ხალხს, ვესაუბრებით მათ პრობლემებზე და ჩვენ ვთავაზობთ, რომ ჩვენს გუნდთან ერთად ზუგდიდს მივხედოთ, ვიზრუნოთ, სამართლიანად გადავანაწილოთ ბიუჯეტი, არ იყოს კორუფცია და ნეპოტიზმი, არ იყოს ისეთი განცდა ხალხში, რომ ქვეყანა იყიდება და ქვეყანა გადაეცემა რუსეთს. მე ყველანაირად როგორც მერი ხელს შევუწყობ, რომ ისეთი პირობები შეიქმნას ინვესტორებისთვის, ბანკებისთვის, ჩამოსული ბიზნესმენებისთვის, რომ ლაზიკაში ჩადონ ფული. მათ იციან, რომ ეს პროექტი ძალიან პერსპექტიულია, რომ ჩვენი პირობები იქნება სტაბილური და საინვესტიციო გარემო იქნება იდეალური

ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოფელ ორულუსა და კახათის მაცხოვრებლებს შეხვდა.

კომენტარები