ქართული ოცნება

ბახტაძე: მიმინოშვილი მაღალი დონის პროფესიონალია, ის გამოცდილებას გვიზიარებს

ეს არის პარტიის განახლების ძალიან ბუნებრივი პროცესი. მე ამას მხოლოდ მივესალმები. რაც შეეხება მაია მიმინოშვილს, ის არის მაღალი დონის პროფესიონალი. ის პარტიას ეხმარება ტრენინგებში, გადამზადებაში და იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რაც მას აქვს ამ მიმართულებით.

რაც შეეხება პარტიის განახლებას და ახალ სახეებს, ეს არის პარტიაში მიმდინარე ბუნებრივი პროცესი. ნებისმიერი პარტია მოწადინებული უნდა იყოს განახლებაზე, ახალი, საინტერესო ადამიანების მაღალი პოტენციალის მქონე ადამიანების მოზიდვაზე და ბუნებრივია, ეს არის ვალდებულება მმართველი პარტიის

ინტერპრესნიუსის ცნობით, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მაია მიმინოშვილის ქართულ ოცნებაში დასაქმებაზე.

კომენტარები