შუალედური არჩევნები

კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შუალედურ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შუალედურ არჩევნებზე პირველივე ტურში იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა საზოგადოების მხრიდან, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს. საპრობლემო არც ის არის, რომელიმე ოლქში მეორე ტური თუ გაიმართება, ესეც დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ჩვენ ვართ ზუსტად ის მთავრობა და ხელისუფლება, ვინც ეს მაღალი, 50% -ანი ბარიერი შემოიტანა. გვქონდა ისეთი არჩევნები, სადაც იყო ბევრი მეორე ტური და ამ შემთხვევაშიც პრობლემას ვერ ვხედავ, თუ რომელიმე ოლქში მეორე ტური იქნება.

თბილისის მერი კახა კალაძე 19 მაისი შუალედური არჩევნების შესახებ. კალაძის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები