ოკუპირებული ტერიტორიები

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ყარიფალასთან ორი პირი გაიტაცეს

კასპის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილასთან რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ორი მამაკაცი გაიტაცეს. 

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 

სუს-ის ცნობით, მამაკაცები რუსმა ოკუპანტებმა ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აიყვანეს. სუს-ისვე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. 

IPN-ის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის, განცხადებით, 50 წლამდე ასაკის დიმიტრი ისერგიშვილი და 35 წლის ვასილ პატარკაციშვილი სოფლის განაპირას სატაცურის საკრეფად იყვნენ წასულები, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორივე მათგანი დააკავეს.

კომენტარები