შსს

ოქროყანის გადასახვევიდან მთაწმინდის პარკამდე საავტომობილო გზა 18:00 სთ-მდე დაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

"ახალი ღვინის ფესტივალი 2019"-თან დაკავშირებით, 11 მაისს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე თბილისი - ოქროყანა - მთაწმინდის პარკის გზაზე, კერძოდ ოქროყანის გადასახვევიდან მთაწმინდის პარკამდე მისასვლელი საავტომობილო გზა დაიკეტება. 

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, მთაწმინდის პარკისა და ოქროყანის გზაჯვარედინიდან ფესტივალზე დამსწრე მოქალაქეებს სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსები მოემსახურებიან. 

საავტომობილო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს ღონისძიების დასრულებისთანავე დაუბრუნდება. 

კომენტარები