თბილისის მუნიციპალიტეტი

მთავრობა თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსებას გაუზრდის

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებისთვის, დედაქალაქის მუნიციპალური ბიუჯეტი გაიზრდება.

"ამ ნაწილში თბილისის მერიამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და მე მსურს, მადლობა გადავუხადო მათ. აქედან გამომდინარეც არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ მათი რესურსი გავზარდოთ." - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ავტოპარკის სრული განახლება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

"მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ კახა კალაძესთან ერთად გვქონდა პრეზენტაცია. ჩვენ როგორც შევპირდით საზოგადოებას, წლის ბოლომდე ჩავანაცვლებთ ძველ პარკს ახალი, თანამედროვე ავტობუსებით." - ამბობს ბახტაძე.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2020 წლიდან თბილისში ელექტროავტობუსები შემოვა.

2019 წლის მარტის შესწორებით გათვალისწინებულია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ხარჯები 700 მილიონ ლარს აჭარბებს. აქედან, ტრანსპორტის განვითარებისთვის 3.8 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული.

კახა კალაძემ 8 მაისს ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გამართა, რის გამოც პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაკეტილი იყო.

ამ ეტაპისთვის, მერიამ 90 ახალი ავტობუსი შეიძინა და აქედან 50 ორშაბათიდან, 13 მაისიდან მოემსახურება თბილისს.

კომენტარები