მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

ბაქრაძე მაჩალიკაშვილზე: სუს-ის ქმედებები ბრალის სიმძიმესთან სრულ წინააღმდეგობაშია

თუ ხელისუფლებამ არ იმოქმედა ძალიან პროფესიონალურად და კანონის შესაბამისად, ამით მხოლოდ და მხოლოდ განმტკიცდება საზოგადოებაში არსებული აზრი, რომ ეს ყველაფერი კეთდება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის არგამოძიებისთვის და, შესაბამისად, მთელი ეს საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით მომზადებული, რომ გადაიფაროს და გამოძიებული არ იქნას მკვლელობა ამიტომ, ამ მომენტამდე, განვმეორდები, ხელისუფლების მოქმედებები არის სრულ წინააღმდეგობაში წაყენებული ბრალის სიმძიმისთვის და ასეთ დელიკატურ საქმეში, სადაც ისედაც ამხელა სიფრთხილე და ამდენი კითხვის ნიშანი არსებობს, ასეთი თავმოუბმელობა და ასეთი წინააღმდეგობები ხელისუფლების მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ, აღრმავებს იმ საფუძვლიან ეჭვებს, რომელიც ისედაც არსებობს საზოგადოებაში

ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე საუბრობს მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე, რომელსაც სუს ტერორისტული აქტის გზით იოსებ გოგაშვილისა [სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე] და მისი თანმხლები პირების მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

კომენტარები