მამუკა ბახტაძე

პრემიერი: ძალიან მძიმეა იმის დანახვა, რომ პედაგოგების ხელფასი საშუალოზე დაბალია

ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა და სტატისტიკაში დანახვა, რომ პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა. მოგეხსენებათ, რომ პარლამენტში განიხილება ჩემი ინიციატივა ეროვნული იდეის, განათლების რეფორმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს ყოველთვის მივმართავთ განათლებისკენ. ეს იქნება ვალდებულება ნებისმიერი მთავრობისთვის შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. რეფორმის ერთერთი მიზანი, ბუნებრივია, იქნება, რომ პედაგოგი, როგორც პროფესია საქართველოში დაფასებული და პრესტიჟული იყოს.

ღრმად მწამს, რომ ნებისმიერ საზოგადოებას თუ სახელმწიფოს, სადაც პედაგოგის როლი შესაბამისად დაფასებული არ არის, არათუ მომავალი არ ექნება 21-ე საუკუნეში, არამედ, მან შეიძლება თავისი წარსულიც და ფასეულობებიც დაკარგოს. განათლება არის ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ. მე დღეს მაქვს პატივი, მივმართო საზოგადოებას, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის განათლების ფასი და ის, რომ სწორედ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე

კომენტარები