საქართველოს პარლამენრი

გოცირიძე: მოვითხოვ დაწესდეს "კავკასიის მაღალ მთაზე მიჯაჭვული ამირანის სახელობის დღე"

ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შევდივარ პარლამენტში. მოვითხოვ დაწესდეს "კავკასიის მაღალ მთაზე მიჯაჭვული ამირანის სახელობის დღე". ამით ოფიციალურად დაკანონდება პრომეთეს მითის ქართული წარმომავლობა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას.

P.s. მეტად მნიშვნელოვანი და დროული იყო ასევე პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით "წილხვედრობის" საქართველოსთვის დაპატენტება, რადგან ამას აუცილებლად იზამდა ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის გვეცილება პირველობაში.

წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე Facebook გვერდზე. ცნობისთვის, 8 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე იქნება. 12 მაისი, რომელიც ისედაც უქმე იყო (ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე), საკანონმდებლო ორგანომ დასვენების დღედ გამოაცხადა. ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა.

კომენტარები