ავტოსაგზაო მოძრაობის შეზღუდვა

მდინარე ალაზნის ადიდების გამო, სოფელ ჰერეთისკართან გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ134 მონაკვეთზე ალაზნის ადიდების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე გადმოდის უხვი რაოდენობით წყალი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენის გზის გავლით განხორციელდება.

კომენტარები