მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: საქართველო იქნება დუბაი, სინგაპური და ჰონგ-კონგი დემოკრატიული ელფერით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი თქმით, მას საქართველოში დიდი გეგმები აქვს. 

როგორც სააკაშვილმა ბელარუსულ არხ Белсат ТВ-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, ქვეყანა განვითარების ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეს. 

"საქართველოში დიდი გეგმები მაქვს. საერთოდაც მგონია, რომ საქართველო გადასარჩენია. მე ახლა ყველა ქართველი ემიგრანტის კონსოლიდირებას ვახდენ მთელ მსოფლიოში. წინ დიდი ყრილობა გვაქვს მიუნხენში და ჩვენ დავიწყებთ საქართველოს გადარჩენას, საქართველოს ისევ განვითარების ლიანდაგებზე დავაყენებთ. მჯერა, რომ უკრაინა ჩვენი რეგიონის ზესახელმწიფო იქნება, მაგრამ იმავდროულად საქართველოც იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყანა უკრაინის ფონზე. საქართველო პატარა ქვეყანაა და მისი სწორი განვითარების რელსებზე გადაყვანა ადვილია. საქართველო იქნება სინგაპური, დუბაი, ჰონგ-კონგი დემოკრატიული ელფერით. უკრაინა იქნება ზესახელმწიფო. ის ჩემს სახლად ვთვლი, მაგრამ საქართველოს გადარჩენა ჩემთვის პირველი რიგის საკითხია. ეს არ ნიშნავს, რომ მე კიევში არ ჩავალ. აუცილებლად ჩავალ უკრაინაში, შემდეგ კი თბილისში",- ამბობს სააკაშვილი. 

ინტერვიუში სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა უკრაინაზე, საქართველოსა და ქვეყნების რუსეთთან ურთიერთობაზე. 

კომენტარები