ღვინის ექსპორტი

ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე 108%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტო

2019 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე 108%-ით გაიზარდა და 219 713 ბოთლი შეადგინა. 

ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

თუმცა, ამასთან ამ პერიოდში ყველაზე მეტი, 16 850 331 ბოთლი რუსეთის ბაზარზე ექსპორტირდა

სააგენტოს ცნობით, 2019 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს მასშტაბით ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია.

ქართული ღვინის ექსპორტის რეალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. 

აშშ - 108% - 219 713 ბოთლი

ჩინეთი - 22% - 2 192 025

პოლონეთი - 16% - 1 173 850

ისრაელი - 102% - 106 572

ბელარუსი - 88% - 604 076

საფრანგეთი - 81% - 43 938

მონღოლეთი - 72% - 106 452

კანადა - 70% - 66 960

ჰოლანდია - 37% - 40 930

ესტონეთი - 15% - 214 502

ლიეტუვა - 4% - 179 370

რუსეთი- 4% - 16 850 331

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტი სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებზე, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში გადაინაცვლა. 

"მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია.
აღსანიშნავია, რომ თანხაში გამოსახული ზრდა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე რაოდენობაში.
ქართული ღვინის ექსპორტი იმ ნიშნულს აღწევს, რომ რაოდენობაზე მეტად, აქცენტი
ხარისხზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ კერძო სექტორთან ერთად, მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი,"- ამბოსბ მეხუზლა. 

კომენტარები