2019 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 26 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, საიდანაც ყველაზე მეტი, 16 850 331 ბოთლი რუსეთში.
ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
2019 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს მასშტაბით ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია.
ქართული ღვინის ექსპორტის რეალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.
აშშ - 108% - 219 713 ბოთლი
ჩინეთი - 22% - 2 192 025
პოლონეთი - 16% - 1 173 850
ისრაელი - 102% - 106 572
ბელარუსი - 88% - 604 076
საფრანგეთი - 81% - 43 938
მონღოლეთი - 72% - 106 452
კანადა - 70% - 66 960
ჰოლანდია - 37% - 40 930
ესტონეთი - 15% - 214 502
ლიეტუვა - 4% - 179 370
რუსეთი- 4% - 16 850 331
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტი სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებზე, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში გადაინაცვლა.
"მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია.
აღსანიშნავია, რომ თანხაში გამოსახული ზრდა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე რაოდენობაში.
ქართული ღვინის ექსპორტი იმ ნიშნულს აღწევს, რომ რაოდენობაზე მეტად, აქცენტი
ხარისხზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ კერძო სექტორთან ერთად, მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი,"- ამბოსბ მეხუზლა.
ღვინის ექსპორტი