თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

ენმ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დღეს ბიუროზე დააყენებს

reginfo,ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემქნის საკითხს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენებენ. კომისიის შექმნას მხარს უჭერს ევროპული საქართველოც.

„კატეგორიულად დავაყენებთ საკითხს დღევანდელ ბიუროზე, რომ მომავალ სხდომაზე პირველივე საკითხად დაყენებული იყოს მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შემქნა. სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის მოსმენის შემდეგ, კიდევ უფრო დავრწმუნდით იმაში, რომ მხოლოდ კომისიას შეუძლია დაადგინოს სიმართლე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ კომისიის შემქნის გარეშე ეს საკითხსი არ იქნება გამოძიებული. პარლამენტმა აუცილებლად უნდა დაიწყოს განხილვა, უკვე ზედიზედ მეორე სხდომაა ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ მოხვდა." - ამბობს გოცირიძე. 

ენმ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას დიდი ხანია ითხოვს. ფრაქციამ საქართველოს პარლამენტს განსახილველად შესაბამისი დადგენილება 2019 წლის დასაწყისში წარუდგინა.

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

კომენტარები