ხანძარი მოსკოვის აეროპორტში

მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

РИА Новости

მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

მურმანსკში მიმავალი თვითმფრინავი აეროპორტში ავარიულად დაეშვა. სავარაუდოდ, დაფრენისას თვითმფრინავის საწვავის ავზი გასკდა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, 6 ადამიანი დაშავდა, 78 მგზავრის ევაკუაცია კი დროულად მოხერხდა.

სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება დაღუპულების შესახებ. 

მედია "გავარიტ მასკვა" ამბობს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის ევაკუაცია მოხდა. 

"ინტერფაქსს" კი წყარო აწვდის ცნობას, რომ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. 

თვითმფრინავი კომპანია „აეროფლოტს“ ეკუთვნის და ის მოსკოვი-მურმანსკის რეისს ასრულებდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ელექტრომოწყობილობების გაუმართაობა გახდა.

კომენტარები