ემზარ კვიციანი

კვიციანი: ქურდული სამყაროს წევრობის მუხლი ქართველების გენოფონდის განადგურების ნაწილია

კანონი რომ მიიღო სააკაშვილმა - 223-ე პრიმა მუხლი [ქურდული სამყაროს წევრობა], ეს არის ნაწილი ჩვენი ქართველების გენოფონდის განადგურებისა. მედიატორული ინსტიტუტი, ჩვენ რომ გვაქვს - ვთქვათ, მთაში, ვიღაცები წაჩხუბდნენ ან რაღაცას ვერ იყოფენ - მედიატორი ჩაერია და გაარკვია, ის ავტორიტეტია ერთისთვისაც, მეორესთვისაც. 2 კაცის ინსტიტუტი არის ჩვენთან სვანეთში. 2 კაცი, რომელიც არჩეულია ორივე მხრიდან. ისინი იფიცებენ ხატზე, რომ მხოლოდ სიმართლეს იტყვიან. ამით ცდილობენ, შეარიგონ წაჩხუბებული ადმიანები. ამ მუხლით შეიძლება ეს ადამიანები ქურდებად მოგინათლონ და ციხეში გაუშვან. სწორედ ეს არის ის, რომ ებრძვიან ავტორიტეტს და ავტორიტეტი ყველაა, ვინც წესიერად და პატიოსნად ცხოვრობს. ქურდები სხვა არიან, ქურდული სამყარო სხვაა და კავკასიური სხვაა. ეს წააგავს ერთმანეთს და ქურდულის სახელს იყენებენ, რომ გაანადგურონ ჩვენი ახალგაზრდობა. 

თქვა პატრიოტთა ალიანსის წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ტაბულას გადაცემაში "მძიმე კაცთან". ემზარ კვიციანმა 2 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც თქვა, რომ "ქურდული ტრადიციები“ გადმოსულია ქართული, კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს". 

კომენტარები