ემზარ კვიციანი

კვიციანი: ქართველმა არ უნდა მოწიოს, ეს გენეტიკაში არ გვაქვს, ჩვენთან არის ღვინო

კანაფი ერთხელ მაქვს მოწეული. არ მომეწონა, სხვათა შორის. მომადუნა და მოდუნება არ მიყვარს მე. მირჩევნია 300 გრამი არაყი დავლიო ან ღვინო დავლიო ერთი ბოთლი, რომელიც ძალიან ისეთ ჯანზე მაყენებს ხოლმე, ხასიათზე მაყენებს. ეს მირჩევნია, ვიდრე ის მოდუნებული ცხოვრება. 

ვინც ეწევა, იმათთვის შემოვიღებდი, რომ ფსიქოლოგიური სამუშაოები ჩატარდეს. ქართველებმა არ უნდა მოწიონ, არ გვაქვს გენეტიკაში, ჩვენთან არის ღვინო. აზიელებს არ უჭირთ ამის გადატანა და ჩვენთან არის, დარჩაო, მოწია და ვეღარ გამოვიდა უკან. სისხლში არ გვაქვს, გენეტიკაში, მოწევა. 

თქვა პატრიოტთა ალიანსის წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ტაბულას გადაცემაში "მძიმე კაცთან".

კომენტარები