ჩინური ტელევიზია CCTV7 საქართველოზე ფილმების სერიას გადაიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კინოსტუდიის და ტელეცენტრის დირექტორის მოადგილეს ვენ ჩენგუის და ტელეკომპანია CCTV7-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
"შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტელევიზია CCTV7 საქართველოზე, როგორც აგრარულ ქვეყანაზე ფილმების სერიას გადაიღებს და ეთერში გაუშვებს.
ფილმების სერიის მიზანს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს" - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.





