კლასიკური ლიბერალიზმი მეც მომწონს მომხრე ვიყავი, როდესაც ეს ტერმონოლოგია შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში 25-30 წლის წინ. მაგრამ ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში, ბოლო 10 წელია, ეს არის ნამდვილად დამახინჯებული კლასიკური ლიბერალიზმი. კლასიკური გაგებით ეს არის, ადამიანის უფლებების პატივისცემა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტალისტური ლიბერტარიანიზმი, ეს არის უღმერთო, უეროვნებო, უსქესო და უყველაფერო "უ" პიროვნება, რაღაცა გაუგებარი უფორმო არსება, რომელიც ყველაფერს ეთანხმება, ეს არის დამახინჯებული ცნება და შეგრძნება თავისუფლების და დამოუკიდებლობის და საერთოდ ცნებები აღრევა და დაცინვაა ეროვნული ფასეულობების... მე არ მაინტერესებს არანაირი ლიბერალიზმი ახლა უკვე, მე მაინტერესებს და ჩემთან ახლოს არის პირველ რიგში იდენტობა ეროვნული, ჩემი ეროვნული ფასეულობები და ამ ფასეულობების გატარება ცხოვრებაში. კლასიკური ლიბერალიზმი ხელს არ მიშლის, ფუნდამენტალისტური ლიბერალიზმი ხელს მიშლის ძალიან სერიოზულად.
ზოგადი განათლების შესახებ კანონი
მარშანია: მივიღეთ ფუნდამენტალისტური ლიბერალიზმი, ესაა უღმერთო, უეროვნებო, უსქესო პიროვნება
tbl.ge/3ntz
დაკოპირდა

პატრიოტთა ალიანსის წევრი ადა მარშანია ზოგადი განათლების კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღების შესახებ ტვ პირველის ეთერში საუბრობს.
ამავე თემაზე
- გუგული მაღრაძე: თუ სიტყვა "ლიბერალურს" ამოვიღებთ კანონიდან, ჩვენ გადავუხვევთ ილიას გზიდან
- ზედანია: დარწმუნებული ვარ, იტყვიან, რომ დღეს 1 აპრილია და სიტყვა ლიბერალური კანონში რჩება
- კანონიდან "ლიბერალურის" ამოღების ინიციატორი: კონვენციაში არ წერია და დარღვევა არ ყოფილიყო
- ქანთარია რატიანს: ილია რომ აქ იყოს, გეტყოდა, რატიანი, გადი გარეთო
- ზოიძე კანონიდან "ლიბერალურის" ამოღებაზე: პირველ რიგში დასაბუთების მოსმენა მინდა