4 წლის მარო მაყაშვილი ბებიასთან ეკატერინე გაბაშვილთან, ბაბუასთან ალექსანდრე გაბაშვილთან და შალვა მაყაშვილთან ერთად - სურათი გადაღებულია 1905 წელს.
19 წლის მარო მაყაშვილი 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან დაიღუპა.
საბჭოთა არმიის შემოჭრის დღეებში, სტუდენტი მარო მაყაშვილი ფრონტზე მოხალისედ წავიდე და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეურთდა. 19 თებერვალს ის სასიკვდილოდ დაიჭრა ყუმბარის ნამსხვრევით კეფაში.
სურათი გაციფრულებულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ.