თბილისის მერია

მწვანე თუ ცისფერი - კალაძე ავტობუსის ფერზე ახალ გამოკითხვას ატარებს

თბილისის მერი კახა კალაძე ავტობუსების ფერზე ახალ გამოკითხვას ატარებს. მისი თქმით, "ავტობუსების ფერის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა". 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში წლის ბოლომდე, Isuzu-ს ფირმის, 220 ახალი, 8-მეტრიანი ავტობუსი შემოვა.

დედაქალაქის მთავრობა ავტობუსის ფერების შესახებ გამოკითხვას რამდენიმე თვის წინაც ატარებდა.

კომენტარები