გიორგი ჩაკვეტაძის ოპერაცია

გიორგი ჩაკვეტაძის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა (ფოტო)

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გენტის" ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

ქირურგიული ჩარევა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ანტვერპენში გაუკეთეს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამჟამად, ჩაკვეტაძე თავს კარგად გრძნობს. 

ჩაკვეტაძის აგენტის - გოგა გახოკიძის თქმით, სარეაბილიტაციო პროცესი 4–6 თვე გაგრძელდება.

ოპერაციის შემდეგ, საავადმყოფოდან ფოტო ჩაკვეტაძის თანაგუნდელმა გიორგი ქვილითაიამ გამოაქვეყნა:

კომენტარები