საქართველოს პარლამენტი

მარშანია: რა გამრუდებული აზროვნების დეპუტატები გვყავს, რა ფეტიშიზმია ევროპის მიმართ

ძალიან ცუდი რამ ხდება საქართველოს ე.წ. პარლამენტში დღეს. დღეს მართლა არ არის ეს საქართველოს პარლამენტი. კიდევ ერთხელ, მეათასეჯერ დავრწმუნდი ამაში, ეხლა აქ ხდება მანიპულირება ტერმინოლოგიის, მანიპულირება ხდება ეხლა და საშინელ ბავშვთა კოდექსს მიიღებს მალე საქართველო ამ პარლამენტის წყალობით, სადაც თავდაყირაა ყველაფერი დაყენებული - ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ჩვენი ისტორია, ჩვენი გმირების თავდადებული ბრძოლა, ყველაფერი არის თავდაყირა დაყენებული და ბავშვების გადაგვარების გზაზე გინდათ, თქვენ, რომ დააყენოთ ქვეყანა. არ გამოგივათ ეს.

აბა, რა პრეტენზია გაქვთ ერთი, გამოჩენილო ლიბერალებო, მითხარით, რა გამრუდებული აზროვნების დეპუტატები ჰყავს ქვეყანას, რა გჭირთ ხალხო, რა დაგემართათ, რა ფეტიშიზმია აქ გაბატონებული ევროპის მიმართ. ფეტიშიზმით უნდა ვიცხოვროთ და ვიმოღვაწეოთ ჩვენ თუ საღი აზროვნებით და ჩვენი ეროვნული ტრადიციებიდან და ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანო ნუკრი ქანთარიას მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, დეპუტატთა ნაწილი "ზოგადი განათლების შესახებ" კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას ითხოვს. საპარლამენტო ოპოზიციის და ქართული ოცნების დეპუტატთა ნაწილი კანონის მიღებას ეწინააღმდეგება.

კომენტარები