გახარია: არ შევაფასებ პრეზიდენტის განცხადებას, გეტყვით, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია

მე არ შევაფასებ პრეზიდენტის გამონათქვამს, მე გეტყვით, რომ აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ჭრილში. ძირითადი და სტრატეგიული მხარდმჭერი და რა თქმა უნდა, აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობა, როგორც უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის ნაწილში არის ამ ქვეყნის პრიორიტეტი. გამომდინარე აქედან ყველა დასკვნები.

გიორგი გახარია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, აშშ-ის ბაზების საქართველოში განთავსების შესახებ, არ საუბრობს. პრეზიდენტმა ქვეყანაში აშშ-ის ბაზების განლაგების შესახებ თქვა: "ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც შეიძლება, პროვოკაციად იყოს აღქმული."

კომენტარები