გახარია პარლამენტში

გახარია: ცდილობენ შეზღუდონ პოლიციის ქმედებების არეალი, გეოგრაფიული განზომილებები, კლუბები

მესამე კომპონენტი რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის გარკვეული მცდელობები შეზღუდონ პოლიციის არეალის ქმედებები, თემები, გეოგრაფიული განზომილებები, არვიცი კიდევ კლუბები და კიდევ სხვადასხვა სახის მცნებები. ვერავინ ვერასოდეს პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იუსრისდიიქციის ქვეშ მყოფ ვერცერთ ტერიტორიაზე და შესაბამისად ყველას უნდა გვესმოდეს რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერასდროს და ვერსად. მინდა თითოეულ თქვენგანს და ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიც არის საოკუპაციო ზოლი, თუნდაც საზღვარი, უფრო პასუხიმსგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ქმედებებს, რამეთუ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე ერთი სოციალური ჯგუფის ინტერესი. ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე უფრო მაღლა.

შს მინისტრი გიორგი გახარია მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოდის.

კომენტარები